მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს თანამშრომლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, თვალის კლინიკა “ახალი მზერის” ოფთალმოლოგებმა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს თანამშრომლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, სოციალურ საკითხთა კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე უფასო სამედიცინო აქციით, დღის განმავლობაში 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, თვალის კლინიკა “ახალი მზერა” სამედიცინო კვლევებს ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად გამართავს.