რუსთავში „სტუდფესტი 2026“ გაიხსნა

რუსთავში „სტუდფესტი 2026“ გაიხსნა.

წლის ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიება რუსთავის სპორტის სასახლეში სპორტული ასპარეზობებით დაიწყო შემდეგ, კი ათასობით სტუდენტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა – კოსტავას გამზირიდან რუსთავის ცენტრალურ პარკში საზეიმო მსვლელობით გადაინაცვლეს სადაც ფესტივალის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ახალგაზრდებს ფესტივალის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიულოცეს, სცენიდან პირადად მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირები დაესწრნენ.

საფესტივალო დღე ჯგუფი ,,ურსას” კონცერტით დასრულდა.
„სტუდფესტი“ 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის ათასობით სტუდენტს აერთიანებს. ფესტივალის ფარგლებში, კულტურული ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავშიცაა დაგეგმილი – წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც, ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

Სტუდენტური ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.