სპორტის ქუჩის N2-ის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

რუსთავში, სპორტის ქუჩის N2-ის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ფასადის ავთენტური იერსახის აღდგენას, გადახურვას, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 016 133 ლარია.