სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.

კომისიამ დეველოპერული კომპანია „სინერჯი თაუერსის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი განიხილა, რომელიც ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.

სხდომაზე საკითხი კომისიის წევრებს მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო.

განხილული საკითხი დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.