რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი” მონაწილეებს შეხვდნენ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და დეპუტატები, სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი” მონაწილეებს შეხვდნენ.

საკრებულოს დეპუტატებმა სტუდენტებს საკრებულოს სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქის განვითარების საკითხებზე, მათ ხედვებსა და იდეებზე, რომლებიც თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას გააძლიერებს.

მერიის ინიცირებული პროგრამა „მართე შენი ქალაქი“ მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში, სტუდენტების მონაწილეობის და კარიერული ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.