ახალგაზრდობის სასახლეში ქალ მეწარმეებს შეხვდნენ

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის დირექტორი ანელი ჩხარტიშვილი რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ქალ მეწარმეებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას მამუკა რეხვიაშვილმა ქალთა ეკომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებულ მუნიციპალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ქალი მეწარმეების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო არსებულ თემატურ სიახლეებსა და მომავალ ინიციატივებს.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა მარინა ლიპარტელიანმა მეწარმე ქალბატონებს საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო და ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.