შეხვედრა სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს” თანამშრომლებს და აღსაზრდელების მშობლებთან
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი სარეაბილიტაციო – განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს” თანამშრომლებს და აღსაზრდელების მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ცენტრის ახალი შენობის პროექტზე და იმ სერვისებზე ისაუბრეს რომლებსაც მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის ახორციელებს.
ამ ეტაპზე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის მუნიციპალიტეტი, სხვა პროგრამებთან ერთად, თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს. პარალელურად, რუსთავის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით, მათ შორის უფასო მედიკამენტებით დახმარების, რეაბილიტაციის, საკურორტო ვაუჩერის დაფინანსების და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო, მშობლებისთვის კი შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის პროგრამებით უზრუნველყოფს.









