რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურა 4 უბანში განახლდება
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების პროცესი აქტიურად გრძელდება.
მასშტაბური სამუშაოები, ამჯერად, ოთხ სხვადასხვა უბანში განხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩები სრულად განახლდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, ქალაქის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, სანაპიროს ქუჩაზე დაათვალიერა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
აღნიშნულ ლოკაციაზე 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი. პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება მარჯანიშვილის და ფალიაშვილის ქუჩებზე არსებულ გზებს, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის ქუჩაზეც. 5 834 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.





