რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბურად აღინიშნა

რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბურად აღინიშნა.

დილიდან პარაკლისი აღესრულა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელსაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატები და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.

მოეწყო ტრადიციული სახალხო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობა რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებამ, მრევლმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს.

თავისუფლების მოედანზე გაიმართა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორული ანსამბლის, „ალავერდის“ კონცერტი.

საზეიმო მსვლელობა გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც რუსთავის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღოლმა – მამა ვახტანგ ყიასაშვილმა, მრევლს დღესასაწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის მიმართვა გააცნო.