საკრებულოში სამი კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის და სოციალურ საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.

დეპუტატებმა მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში ცვლილებები განიხილეს, რის შედეგადაც ინსპექციის სამსახურს ახალი უფლებები ემატება – მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი დგომა-გაჩერებისთვის ჯარიმის გამოწერა.

ასევე იმსჯელეს დეველოპერული კომპანიის მიერ წარმოდგენილ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტზე.

ყურადღება გამახვილდა სოციალური პროგრამების ცვლილებებზე „პერსონალური ასისტენტის სერვისსა“ და „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსებაზე“.

საკითხები დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

განხილული თემები დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.