სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ცვლილება დადგენილებაში, რომელიც რუსთავში გარე ვაჭრობის წესებს ეხება.

ასევე, იმსჯელეს დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილ განაშენიანების პროექტებზე, ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ.

სხდომაზე საკითხები მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ბეჟუაშვილმა და არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა წარადგინეს.

განხილული საკითხები დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.