რუსთავის საკრებულოს წევრები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

რუსთავის საკრებულოს წევრებმა შეხვედრა გამართეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქში სატრანსპორტო რეფორმის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

ინფორმაცია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, ასევე ევროპული სტანდარტების პროგრამით მაკრო და მიკრო მოდელირების შესახებ საკრებულოს წევრებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა მზევარ გოგილავამ, მამუკა მუმლაძემ და დავით ჯაიანმა გააცნეს.

მხარეების განცხადებით, მჭიდრო თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.