რუსთავის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გამართეს

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები კოლეგებს დღეს დედაქალაქის საკრებულოში შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საკითხები ქუჩების სახელდების და დამისამართების, შესაბამისი კომისიის საქმიანობის და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის შესახებ. დეპუტატებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად გაიმართოს.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე მუკათარიძე, ხოლო რუსთავის საკრებულოდან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა.