საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელა

რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე და ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშზე იმსჯელა.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მამუკა მამაიაშვილის განმარტებით ბიუჯეტში ცვლილებები მთავრობის მიერ რეგიონული პროექტებისთვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ და გადასახადის გეგმის ზრდამ გამოიწვია – შედეგად, 2026 წლის ბიუჯეტი 191 მილიონ 514,3 ათას ლარს შეადგენს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა.
ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დადებითად შეფასდა და ბიუროზე გადავიდა.