სოციალურ საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომები გაიმართა

რუსთავის საკრებულოში ორი – სოციალურ საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომები გაიმართა.

დეპუტატებმა სოციალურ და მუნიციპალურ პროგრამებში ცვლილებები განიხილეს. ცვლილება შეეხება „შინ მოვლის თანადაფინანსების“ და უსახლკარო პირთა პროგრამებში რეგისტრაციის ვადის შემცირებას, მუნიციპალური ტრანსპორტის შეღავათიანი პროგრამის გაფართოებას და დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დაფინანსებას.

დღესვე დეპუტატებმა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

სხდომებს კომისიის თავმჯდომარეები ლელა ლუარსაბიშვილი და ამირან ჯანჯღავა უძღვებოდნენ.

მერიის მიერ ინიცირებული საკითხები დეპუტატებს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ლაშა ბუსხრიკიძემ და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ბეჟუაშვილმა გააცნეს.

კომისიებზე განხილული საკითხები დადებითი შეფასებით ბიუროს გადაეცა.