ძველ რუსთავში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით რუსთავში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი კონსტიტუციის და ასლანიკაშვილის სახელობის ქუჩებზე იწყება.

მასშტაბური პროექტი მოსახლეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.

რუსთავის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმის, გიორგი ნიკოლაძის, სუმგაითელი მეტალურგების, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კონსტიტუციის, მშენებელთა, ასლანიკაშვილის, დონეცკელ მეტალურგთა, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის და 9 მაისის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რესტავრაციას მოიცავს. არსებული ინფრასტრუქტურა არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით განახლდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბათუმის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეს და ტროტუარებს.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.