საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია გრძელდება

რუსთავში საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართს მოიცავს. კორპუსის ავარიული ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა ლერმონტოვის ქუჩის N5-ში.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში ფასადის სრული განახლება, თბოიზოლაცია, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობაა გათვალისწინებული.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.