ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა და მერიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და დამოუკიდებლობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წელს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000-მდე ჯარისკაცი და მოხალისე მონაწილეობდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.