სტაჟირების პროგრამის ,,წარმოადგინე შენი ქალაქი”მონაწილეები ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ

რუსთავის საკრებულოში სტაჟირების პროგრამა ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” აქტიურად მიმდინარეობს – მონაწილეები ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

სხდომათა დარბაზში მიმდინარე შეხვედრაზე, ახალგაზრდებს კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კომისიის თავმჯდომარემ კარლო ნოდიამ გააცნო და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტი ერთ თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს – სტაჟიორები წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას აქტიურად დააკვირდებიან, დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიების სხდომებს და მონაწილეობას მიიღებენ აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში.