ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა
საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის კარლო ნოდიას ხელმძღვანელობით კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.
დეპუტატებმა მოქალაქეების მიერ აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების შესახებ იმსჯელეს.
საკითხები კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, რომლებიც დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.




