რუსთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართ

რუსთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა.

დასი მაყურებლის წინაშე ქართველი კლასიკოსის დავით კლდიაშვილის პიესით – „სოლომან მორბელაძე“ წარდგა.

სპექტაკლს რუსთავის საკრებულოს დეპუტატები თვითმმართველობისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ქანთარიაა – საპრემიერო ჩვენება რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში 4 აპრილსაც გაიმართება.