სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა
რუსთავის საკრებულოში ლელა ლუარსაბიშვილის ხელმძღვანელობით
.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მშობლებთან და პერსონალური ასისტენტის მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებთან, სოციალური სერვისები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. გამოითქვა კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც მოქმედ პროგრამებში სამომავლოდ აისახება.
სამუშაო შეხვედრას მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ლაშა ბუსხრიკიძე ესწრებოდა.




