მოქალაქეებთან შეხვედრები გრძელდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თანამოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

შეხვედრების ფარგლებში კარლო ნოდიამ, ლელა ლუარსაბიშვილმა, გრიგოლ ვეფხვაძემ და გიგა კიკვაძემ მოსახლეობის საჭიროებები და ინიციატივები მოისმინეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

დეპუტატებთან შეხვედრებზე ჩასაწერად დაუკავშირდით რუსთავის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზს – 13 00.