სამუშაო შეხვედრა კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან”

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატები, გიგა კიკვაძე, სოფიო მაჭარაშვილი კარლო ნოდია, ბაჩუკი ჩიჩუა და გრიგოლ ვეფხვაძე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რუსთავის მომსახურეობის ცენტრის მენეჯერს, გიორგი ჯღარკავას შეხვდნენ.

მხარეებმა სფეროში არსებული სისტემური და ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიკაციის პროცესში, თანმიმდევრული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საუბარი შეეხო, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს და კომპანიის სამოქმედო გეგმას, რომელიც ქვესადგურების რეაბილიტაციას და სამუშაოების ეტაპობრივ შესრულებას ითვალისწინებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქუჩების დამისამართების პროცესში, კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობის ეტაპები და შესაძლებლობები განიხილეს. გამოიკვეთა, შესაბამისი საჭიროებები და დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.