სტაჟირების პროგრამის მონაწილეები პროექტის ფარგლებში რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას დაესწრნენ

სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეები პროექტის ფარგლებში რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას დაესწრნენ, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, დაესწრნენ საკითხების განხილვას და მოისმინეს დეპუტატებისა და მერიის წარმომადგენლების პოზიციები.

რუსთავის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტი ქალაქისთვის უპრეცედენტოა.

პროგრამის მიზანი ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობა, მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნაა.