საკრებულოს დეპუტატები კომპანია „საქორგაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ

გრძელდება სამუშაო შეხვედრები რუსთავში მოქმედ საკომუნიკაციო კომპანიებთან. ამჯერად, საკრებულოს დეპუტატები კომპანია „საქორგაზის“ რუსთავის სერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქუჩების დამისამართებისთვის საჭირო საკითხები, ტექნიკური დეტალები და სამუშაოების თანმიმდევრულობა.

კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქში გამრიცხველიანებისა და გარე დაქსელვის სამუშაოები ხორციელდება. დასახელდა სავარაუდო ვადები და სამუშაო არეალები.

საკრებულოს ინიციატივით, მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებთანაც.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარინა ლიპარტელიანი, მიხეილ მუზაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები, გიგა კიკვაძე, სოფიო მაჭარაშვილი, კარლო ნოდია, გრიგოლ ვეფხვაძე და ამირან ჯანჯღავა ასევე, კომპანია „საქორგაზის“ რუსთავის სერვისცენტრის მენეჯერი, კონსტანტინე ზარნაძე და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი გიორგი ქოიავა ესწრებოდნენ.